შინაარსზე გადასვლა

არტური ილმარი ვირტანენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტური ილმარი ვირტანენი
ფინ. Artturi Ilmari Virtanen

დაბ. თარიღი 15 იანვარი, 1895(1895-01-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ჰელსინკი[8]
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი, 1973(1973-11-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] (78 წლის)
გარდ. ადგილი ჰელსინკი[8]
დასაფლავებულია ჰიეტანიემის სასაფლაო[9] [10]
მოქალაქეობა  ფინეთი
საქმიანობა ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და გამომგონებელი
მუშაობის ადგილი Valio
ალმა-მატერი ჰელსინკის უნივერსიტეტი და Imperial Alexander University
შვილ(ებ)ი Kalle Virtanen
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[11] , ნობელის პრემია ქიმიაში[12] [13] , Grand Cross of the Order of Merit for Agriculture, ფინეთის ლომის ორდენის დიდი ჯვარი[14] , Commander First Class of the Order of the Lion of Finland[15] , ფინეთის თეთრი ვარდის ორდენის კომანდორი[15] , Memorial medal of the War of Liberation[16] , Memorial medal of the Winter War[17] , Memorial medal of the Continuation War[17] , commander of the Order of the Dannebrog[17] , doctor honoris causa from the University of Paris[18] , Q130362530? და Cross of Liberty, 2nd Class[16]

არტური ილმარი ვირტანენი (ფინ. Artturi Ilmari Virtanen; დ. 15 იანვარი 1895, ჰელსინკი — გ. 11 ნოემბერი 1973, იქვე) — ფინელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1945 წელი). XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ფინელი ქიმიკოსი. პრემია მიენიჭა მიღწევებისათვის სოფლის მეურნეობისა და მკვებავი ნაერთების ქიმიაში, განსაკუთრებით საკვების კონსერვაციის მეთოდისათვის.

არტური ილმარი ვირტანენი დაიბადა გელსინგფორსეში (ახლანდელი ჰელსინკი) რკინიგზის მემანქანის ძალიან ღარიბ ოჯახში. არტუტის მშობლება სულ შვიდი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ოთხი მათგანი ბავშვობაში გარდაიცვალა (როგორც შემდეგ არტური თვლიდა ვიტამინი A-ს უკმარისობის გამო, რაც გამოიწვია ცხიმგამოცლილი იაფი რძის ყიდვამ). არტურის დაბადების შემდეგ ძალიან მალევე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვიბორგში.

ვიბორგის სკოლაში სწავლის დროს ვირტანენი ძალიან ბევრს კითხულობდა (ცნობილია, რომ იგი იყი ქალაქის ბიბლიოთეკის ყველაზე ერთგული მკითხველი), გარდა ამისა იგი დაინტერესდა ბოტანიკით (მის ჰერბარიუმში დაახლოებით 700 სახეობა იყო).

1913 წელს ვირტანენი შევიდა ჰელსინკის საიმპერატორო ალექსანდროვსკის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. შეისწავლა პრაქტიკულად თითქმის ყველა საგანი, რასაც ასწავლიდნენ ფაკულტეტზე, მათ შორის ყველაზე უკეთ ქიმია. როგორც თავად ამბობდა ქიმიამ გაიტაცა. არტურ ვირტანენმა უნივერსიტეტი 1916 წელს დაასრულა. 1917 წლის განმავლობაში მუშაობდა ჰელსინკის ცენტრალურ სამრეწველო ლაბორატორიაში, ხოლო შემდეგ დაუბრუნდა უნივერსიტეტს რათა მომზადებულიყო სადოქტორო დისერტაციისათვის.

ვირტანენმა დისერტაცია დაიცვა 1919 წელს, რის შემდეგაც ციურიხში განაგრძო განათლება ფიზიკურ ქიმიისა დარგში (1920 წელი), ხოლო სტოკჰოლმში ბაქტერიოლოგიის დარგში (1921 წელი).

1919 წლიდან მუშაობდა ფინეთის ყველის ქარხანა „ვალიოში“ ლაბორანტად, ხოლო 1921 წელს გახდა ამავე ლაბორატორიის დირექტორი. 1931 წელს ვირტანენი დაინიშნა ჰელსინკის ბიოქიმიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად და ამავდროულად გახდა ფინეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოქიმიის პროფესორი.

1948 წელს გახდა ფინეთის მეცნირებისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტად.

1955 წლიდან პაპის მეცნიერებათა აკადემიის წევრია[19], 1969 წლიდან კი აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრია[20].

1920 წელს არტური ილმარი ვირტანენი დაოჯახდა ლილი მოიზიოზე. მათ შეეძინათ ორი შვილი.

ვირტანენი ნობელის პრემიის ლაურეატია. მას 1945 წელს პრემია მიენიჭა სოფლის მეურნეობისა და მკვებავი ნაერთების ქიმიაში მიღწევებისათვის, განსაკუთრებით საკვების კონსერვაციის მეთოდისათვის.

1980 წელს გამოშვებული საფოსტო მარკა ვირტანენის გამოსახულებით

ვირტანენი იყო ძალიან ნაყოფიერი მეცნიერი, მისი სამეცნიერო ნაშრომების რიცხვი 1 300-ს შეადგენდა. მისი მოსწავლეებიდან 44-მა ადამიანმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

არტური ილმარი ვირტანენის პატივისცემის ნიშნად მისი სახელი ეწოდა 1995 წელს შექმნილ კუოპიოს უნივერსიტეტის მოლეკულური კვლევის ინსტიტუტს.

ფინეთში გამოუშვეს საფსტო მარკა მისი გამოსახულებით.

ვირტანენის პატივისცემის ნიშნად 1979 წელს მისი სახელი უწოდეს კრატერს, რომელიც მთვარის მეორე მხარეს მდებარეობს.

  • WH Brock (2001). „Virtanen, Artturi Ilmari“. Encyclopedia of Life Sciences. doi:10.1038/npg.els.0002936.
  • Jorma K. Miettinen (1975). „Artturi Ilmari Virtanen“. Plant and Soil. 43 (1–3): 229–234. doi:10.1007/BF01928489.
  • R. A. Kyle; M. A. Shampo (1981). „Artturi Ilmari Virtanen“. Journal of the American Medical Association. 246 (2): 150. doi:10.1001/jama.246.2.150. PMID 7017179.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • Matti Kreula (1974). „In memoriam Artturi I. Virtanen 1895–1973“. Zeitschrift für Ernährungswissenschaft. 13 (1–2): 1–5. doi:10.1007/BF02025018.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. 6.0 6.1 Munzinger Personen
  7. Artturi Ilmari VirtanenSLS.
  8. 8.0 8.1 Deutsche Nationalbibliothek Record #117435627 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. https://www.helsinginseurakunnat.fi/material/attachments/hautausmaat/hietaniemi/w8GZkM0y7/Hietaniemen_merkittavia_vainajia.pdf
  10. Find a Grave — 1996.
  11. https://www.orden-pourlemerite.de/mitglieder/artturi-ilmari-virtanen?m=2&u=10
  12. The Nobel Prize in Chemistry 1945Nobel Foundation.
  13. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  14. Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnatHelsinki: Edita, 2017. — გვ. 492. — ISBN 978-951-37-7005-1
  15. 15.0 15.1 Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnatHelsinki: Edita, 2017. — გვ. 194. — ISBN 978-951-37-7005-1
  16. 16.0 16.1 https://journal.fi/afs/article/download/71865/33661/95948 — გვ. 3.
  17. 17.0 17.1 17.2 Kansallisbiografia / M. KlingeSuomalaisen Kirjallisuuden Seura, Suomen Historiallinen Seura. — ISSN 1799-4349
  18. https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k93899n/f14.item
  19. Artturi Ilmari Virtanen დაარქივებული 2018-09-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  20. Artturi I. Virtanen (ინგლისური)